მომიწესრიგეთ ბიბლიოთეკა :|

მართალია ლამის დავიგინე, ძალიან მაგარი ბლოგი უნდა გავაკეთო მეთქი, მაგრამ თვე ისე გავიდა პოსტიც არ დამიწერია. მთავარი მიზეზი სიზარმაცეა, შემდეგ მოყვება ანთხლეული პირადი საქმეები და ბოლოს, მოუწესრიგებელი ელექტრონული ბიბლიოთეკა.

 მესამე წელია ელექტრონული წიგნების (E Books) კოლექციას ვაგროვებ და თავი ვერ მოვაბი რაიმე სისტემის მიხედვით დავალაგო. ყველაფერი ერთ საქარალდეში ყრია და კონკრეტული წიგნის ძებნა ზოგჯერ საათობითაც გამგრძელებია. პრინციპში, ეს არც ისე ცუდია. ჩიჩქვნა-ძიებისას უამრავ მივიწყებულ წიგნს ვაწყდები ხოლმე, მაგრამ გარკვეულ მომენტებში თავს მაბეზრებს, მეტადრე მაშინ როცა ბლოგ პოსტისთვის მასალის შეკრებაზეა საუბარი.
ასე დამემართა როცა მიუნხენის ტერორისტულ აქტზე დავიწყე ფაქტების შეკრება. გადაწყვეტილი მქონდა, სამი სხვადასხვა ენციკლოპედიიდან ამომეკრიფა საინტერესო დეტალები, დესერტად დამერთო მსუბუქი წიაღსვლა ტერორიზმის ფსიქოლოგიაში და სადილის შემდგომი სიგარეტის გაბოლების ამბავში ნეტარ ხსენებული არაფატის ბიოგრაფიაც მიმომეხილა, მაგრამ საჭირო ლიტერატურა ათასამდე სხვა წიგნში იყო შეზელილი და გადაწყვეტილება გადაწყვეტილებადვე დარჩა.  გულწრფელად ვამბობ, 25 წუთი გმირულად ვეძებდი ბიბლიოგრაფიას, მერე ხელი ჩავიქნიე და ისეთი საინტერესო საქმით დავკავდი, როგორიც არის ქართული ბლოგების გადაკითხვა. როგორც ვატყობ გურჯ ლოგთა განქიქება მრავალგზის ჩადენილი საქმეა და თავს აღარ შევიწუხებ ჩემი წილი ცინიზმის ნთხევით, მხოლოდ ორ კარგ ბლოგს აღვნიშნავ, რომლებსაც დღეში ერთხელ უკვე ინსტიქტურად ვსტუმრობ – ლინგვისტუსის ბლოგი და Rocko.geლინგვისტუსი, ასე ვთქვათ, მისაბაძი ბლოგერია – ნაკლები პირადული და მეტი საქმიანი პოსტით, როკო კი უბრალოდ საინტერესო თემებზე ბლოგავს, თუმცა ძალიან იშვიათად. სინდისის ქეჯნა მომკლავს რომ არ ვთქვა, სხვაც ბევრი კარგი ბლოგი არსებობს მეთქი, ოღონდ კარგი იმათთვის, ვისაც აინტერესებს, რომელმა ბლოგერმა როდის გაიპარსა ფეხები და როგორ გამოჟონა გულის ფიცრიდან სევდის მარილიანმა სითხემ როცა ნისლიან ჰორიზონტზე შორეული ნაოსნობიდან  დაბრუნებული მეგობარი დაინახა.

 მოკლედ, სანამ ბიბლიოთეკას არ ეშველება, მანამ არც ამ ბლოგს დაუდგება რენესანსის ხანა, არადა ხელები მეფხანება 20-იანი წლების ჰარლემზე  სტატიის დასაწერად, თუმცა მანამდე მიუნხენის “შავი სექტემბერია” გასახსენებელი.

4 responses to “მომიწესრიგეთ ბიბლიოთეკა :|

  1. zalian sainteresod cer,martla visiamovne…amieridan cagikitxav xolme…

  2. დიდი მადლობა :))

    შევეცდები ხშირად ვწერო :)

  3. answers.com
    თუ ჯერ არ იცი, ეს საიტი მოგეწონება. შენი წერილის წაკითხვის შემდეგ ამ საიტზე “ჰარლემ ჰისტორყ” ჩავსვი და 5 სხვადასხვა ავტორიტეტული საიტიდან მომცა ამონაწერი,
    მაგარია, ვერაფერს იტყვი.

    http://www.answers.com/harlem+history?afid=TBarLookup&nafid=27

    • მაგარია გეთანხმები, მაგრა, წიგნს რომ ჩაუჯდები სხვა გემო აქვს ჩემი აზრით. მართალია ბაიტებში გაფილტრული ვერასდროს შეედრება ნაბეჭდს, მაგრამ როცა თავს ზემოთ ძალა არ არის, კომპრომისი საჭირო რაღაცაა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s