ხვალინდელი დღის შესახებ

პატარა პოსტი იმის შესახებ, ვინ ვარ და რაზე უნდა ვწერო

ტერორიზმის შესწავლა 2005 წლიდან დავიწყე, როცა პირველად ვნახე სტივენ სპილბერგის “მიუნხენი”. მას შემდეგ უამრავი წიგნის წაკითხვამ მომიწია, გარდა უშუალოდ ტერორიზმისა, მომიწია გავრკვეულიყავი როგორც დასავლეთის (ევროპა – ამერიკა) ისე ახლო აღმოსავლეთის უახლეს ისტორიაში დეტალურად, ამას მოჰყვა დაინტერესება საიდუმლო ორგანიზაციებით და შეთქმულებათა თეორიებით. ჟურნალისტიკით თავიდანვე ვიყავი დაინტერესებული და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ცოდნის ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ საინტერესო კომპლექსი.

ჩემი აზრით, ბლოგი არ არის მეცნიერული ან ნახევრად მეცნიერული სტატიების ადგილი. საერთოდაც, ჭკვიანური ტონით ლაპარაკი და პიზდეც ინტელექტუალური აზრების გამოთქმა ყოველთვის მოსაწყენ საქმედ მიმაჩნდა. სამაგიეროდ, არაფერი უდგას წინ ქრესტომათიული ტერორისტული აქტების გახსენებას. სახალისო პარადოქსების პოვნას დასავლურ და უცხოურ მედიას შორის. საიდუმლო ორგანიზაციები ხომ საერთოდ, თითქმის ყველა ჩვენგანის ტკივილი და ინტერესის სფეროა. ამ ყველაფერზე აუცილებლად დავწერ. გარდა ამისა, საყვარელი მუსიკალური ალბომების და ფილმების მიმოხილვად გამოერევა. ისე როგორ შეიძლება?! :|

ქართულ ბლოგოსფეროში ცოდნის გაზიარება ეზარებათ. ბევრია  შეშფოთებული და აღშფოთებული ბლოგერი, რომელიც მგონი მთელი დღე იმაზე ფიქრში ატარებს, საღამოს რა თემაზე გამოთქვას შეშფოთება და პოსტის ბოლოსკენ უკვე აღშფოთება. მართალია, რამდენიმე ნახევრად სამეცნიერო ბლოგიც არის, მაგრამ ისეთი  მენტორული ტონით ნაწერი სტატიები აქვთ, მთქნარებით ყბა მოგძვრება. ხოდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით შევეცდები განსხვავებული და საინტერესო ბლოგი ვაკეთო.

ასე რომ, შემოიარე  ხოლმე. კვირაში ორი-სამი “ხორციანი” სტატია აუცილებლად დაგხვდება :)

4 responses to “ხვალინდელი დღის შესახებ

  1. მომწონს :ლოლ: ხასიათი იგრძნობა.
    ვის ეზარება ცოდნის გაზიარება? ვინც ბლოგროლში გყავს, მაგ ხალხს რამე სთხოვე და დაეზარათ? ბლოგერების უმეტესობა დაგეხმარება, მთავარია ორიგინალურად სთხოვო და არა ისე – “მომე შენი სკაიპიო” ;)

    • საუბარია სპეციალურ ცოდნაზე :)))
      ანუ თემატური ბლოგები არ არის მეთქი.

      P.S. ბლოგროლში ჩაგამატე და…. :|

  2. მეც ჩაგამატებ ახლავე :)
    ნამდვილად ცოტაა თემატური ბლოგი და გაქვს დიდი შანსი, შენ გააკეთო და იყო გზისმკვლევი ;) it’s cool :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s